ეს ჯორჯ ლუკასია, ამერიკელი პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც საკულტო ფრენჩაიზის „ვარსკვლავური ომების“ ავტორი გახლავთ. ფოტო კი 80-იან წლებში „ვარსკვლავური ომების“ გადასაღებ მოედანზეა გადაღებული – მანამ, სანამ CGI-ის შესაძლებლობები დაიხვეწებოდა.
დიახ,  1977 წლისთვის ჯორჯ ლუკასი CGI-ის უკვე იყენებდა, თუმცა შორეული გალაქტიკის სცენების, უცხოპლანეტელების, რობოტებისა და კოსმოსური ხომალდების მოდელების შექმნა მაინც ხელით ხდებოდა.
დღეს, კი კოსმოსსა და შორეულ გალაქტიკებში ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ვარსკვლავური ომები კადრს მიღმა:

 “უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში…”

სწორედ ასე იწერებოდა “ვარსკვლავური ომების” გამხსნელი სცენა –  წინასწარ გამზადებულ წარწერიან მოდელზე კამერის ჰორიზონტალური მოძრაობით. მოგვიანებით, ეს პროცესი CGI-იმ შეცვალა.

 მომაკვდავი ვარსკვლავი

სიკვდილის ვარსკვლავის განადგურება, ალბათ, “ვარსკვლავური ომების” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის გადასაღებად კი ILM-ის საპარკინგო ზონა გამოიყენეს.

 

 

მოსიარულეების ფარა

ასე გამოიყურებიან 22 მეტრიანი “მოსიარულეები”, რომლებსაც ომის ბედის შეცვლა წამებში შეუძლია.

 

 

“თან საქმე…”

კერი ფიშერი და მისი დუბლიორი ჰატი ჯაბას გემზე, არიზონას უდაბნოში შესვენებისას

 

 

სებულბას მოსამსახურეები

 

ჯორჯ ლუკასი C-3P0-სთან ერთად

პიტერ მეიჰიუ ჩუბაკას როლს უბრუნდება

ფედერაციის კრუიზის გადასაღები მოედანი

 

 

კინომხატვრობა