მარსელი/The Martian
რეჟისორი: რიდლი სკოტი
მთავარ როლში : მეთ დეიმონი
გამოშვების წელი: 2015
წარმოიდგინეთ, რომ 2035 წელია და ადამიანმა შეძლო მარსის ზედაპირზე გავლა. მეტიც, მის შესასწავლ მისიაზე უკვე მესამე ხომალდი – Ares III გაუშვეს.
მაგრამ, მარსის ზედაპირი არც ისე უსაფრთხოა ადამიანებისთვის. ქვიშის ძლიერი შტორმი საფრენ ხომალდს დაააზიანებს. ამიტომაც Ares III-ის ეკიპაჟი იძულებულია უკან დედამიწაზე დაბრუნდეს – მაგრამ არა სრული შემადგენლობით.
მარკ უოტნი (მეთ დეიმონი) სწორედ ამ ქარიშხალში დაიკარგება, მისი სკაფანდრის ტელემეტრი კი გაფუჭდება. სწორედ ამიტომ, მას გარდაცვლილად ჩათვლიან.
მაგრამ, დაშავებული უოტნი გადარჩება და მარსის ზედაპირზე მოწყობილ ბანაკში დაბრუნდება. დაზიანებული ტექნიკის გამო, მას დედამიწასთან კონტაქტი არ აქვს, ხოლო მარსზე შემდეგი მისია მხოლოდ 4 წლის შემდეგ არის დაგეგმილი. როგორ გადარჩება უსიცოცხლო პლანეტაზე სრულიად მარტო დარჩენილი ადამიანი?
სწორედ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკა. ფილმი ენდი უირის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.
„მარსელს“ მოპოვებული აქვს 2 ოქროს გლობუსი და მოგებული აქვს ოსკარის 7 ნომინაცია.