რა დაინახა Hubble-ის ტელესკოპმა თქვენს დაბადების დღეს?
Hubble-ი ორბიტაზე NASA-ს მიერ გატანილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ტელესკოპია, რომელიც მთელ გალაქტიკას აკვირდება. ის კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს. ხოლო NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს თუ ეწვევით, Hubble-ის მოპოვებული სურათებით შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა ხდებოდა კოსმოსში თქვენს დაბადების დღეს.
Hubble-ს დამსახურებით უამრავი კოსმოსური აღმოჩენა გაკეთდა. მათ შორის, დადგინდა სამყაროს სავარაუდო ასაკი (13.8 მილიარდი წელი), აღმოვაჩინეთ ახალი პლანეტები, უკეთ შევისწავლეთ შავი ხვრელები, ბნელი მატერია და სხვა.
კოსმოსურ ტელესკოპს სახელი ამერიკელი ასტრონომის ედუინ ჰაბლის პატივსაცემად დაარქვეს. ედუინ ჰაბლიმ უდიდესი წვლილი შეიტანა გარეგალაქტიკური ასტრონომიის განვითარებაში. „ჰაბლის კანონით“ კი მან შესაძლებელი გახადა სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენა.