SpaceX-ის მორიგი წარმატება – Falcon 9-ის ახალი რეკორდი
SpaceX-მა მორიგ წარმატებას მიაღწია. 17 ივლისს SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურმა რაკეტამ – Falcon 9-მ რიგით მე-13 ფრენა შეასრულა და დედამიწის ორბიტაზე დამატებით 53 Starlink-ის სატელიტი გაიტანა.
Falcon 9 კოსმოსურ რაკეტას მთლიანობაში 160+ ფრება აქვს შესრულებული. ივლისში კი მან მოახერხა და 10 დღის განმავლობაში მთლიანი ივნისის ფრენების შედეგი გააუმჯობესა. მეტიც, ეს იყო Falcon 9-ის რიგით 31-ე მისია ამ წელს, რითაც 2021 წლის ფრენების რაოდენობას გაუტოლდა.
ხომალდს კოსმოსში სატელიტების გასატანად სულ რაღაც 15.5 წუთი დასჭირდა.
დღეს, დედამიწის ორბიტაზე 2800-ზე მეტი Starlink-ის სატელიტი არის გატანილი. SpaceX-ს კი აქვს უფლება, რომ ეს რიცხვი 12 000-მდე გაზადროს. და, მეტიც – კომპანიას სურს, რომ საერთო რაოდენობას კიდევ 30 000 სატელიტი დაუმატოს – რის შედეგადაც ინტერნეტით დედამიწის უდიდესი ნაწილის მომარაგებას შეძლებს.
Starlink-ი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი და 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის საქართველოში, რომელშიც კომპანიამ 14 ივლისს სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების ავტორიზაცია მიიღო.
SpaceX-ი იუწყება, რომ Starlink-ის სერვისები ხელმისაწვდომი საქართველოში მომავალი წლიდან იქნება.