მშიერი შავი ხვრელი ვარსკვლავებს “კოსმოსურ დონატებად” აქცევს
Ასტრონომებმა გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავებს ფლეთს, ირისის კანფეტივით “წელავს” და ნარჩენებს მზის სისტემის ზომის “კოსმოსური დონატის” ფორმას აძლევს – საბოლოოდ კი მათ შთანთქავს.
Სწორედ ასე საინტერესოდ ახასიათებენ ASAS-SN-ის (The All-Sky Automated Survey for Supernovae) ასტრონავტები ამ “გრავიტაციული დაფლეთის მოვლენას” (TDE), რომელიც დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და ESO 583-G004 გალაქტიკის შუაგულში მიმდინარეობს.
AT2022dsb-ი ასტრონავტებმა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში შენიშნეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გალაქტიკისგან ძალიან შორს არის და TDE-ის პროცესი ძალიან ნათელია – მასზე დაკვირვება მხოლოდ ულტრაიისფერი დამზერის ინსტრუმენტით არის შესაძლებელი – და ისიც მაშინ, როდესაც ვარსკვლავი განადგურებულია.
ბოლო პერიოდის დაკვირვებებით, ასტრონომებმა ამ AT2022dsb-ის ილუსტრირება შეძლეს. ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრმა აჩვენა, რომ მტაცებელი შავი ხვრელის გრავიტაცია შემხვედრ ვარსკვლავს იზიდავს, რადიაციით კი მას ანადგურებს – თავდაპირველად “წელავს”, მერე კი შთანთქავს. TDE-ს შემდეგ კოსმოსური მონსტრის გარშემო დონატის მსგავსი ტორუსი იქმნება, რომელიც დარჩენილი ვარსკვლავური მატერიისა და ძლიერ გახურებული კოსმოსური გაზებისგან შედგება. ტორუსის უდიდესი ნაწილიც შავი ხვრელის “საჭმელია”, დანარჩენი კი კოსმოსში გაიფანტება.
დღეისათვის, TDE-ის 100-მდე შემთხვევა არის შემჩნეული. თუმცა, AT2022dsb-ის აღმოჩენას განსაკუთრებულს ის ხდის, რომ მისი რომ მისი შემჩნევა ულტრაიისფერი სხივებით მოხდა, როდესაც, ჩვეულებრივ TDE-ისთვის დასაკვირვებლად X-ray გამოსხივებას იყენებენ.