კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცა, ზოგჯერ ისინი ვარსკვლავთშორისეთიდანაც მოგვევლინებიან ხოლმე.

კომეტები პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით გამოირჩევიან. ზოგი მათგანი მზის მიზიდულობის ქვეშ ექცევა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ კვლავ ბრუნდება მზესთან. შესაბამისად, ხილული ხდება ჩვენთვის. მაგრამ ზოგიერთი კომეტა თავს აღწევს მზეს და ერთხელ გამოჩენის შემდეგ, სამუდამოდ გადის მზის მახლობელი სივრციდან.

ფოტოზე ნაჩვენებია კომეტა ლეონარდი, ცნობილი როგორც ‘’შობის კომეტა’’ ან ‘’საშობაო კომეტის კუდი’’.

კომეტის კუდი დააფიქსირეს გასული წლის 21 დეკემბერს ღამეს, სამ გრადუსიანი ტელესკოპური ველის გასწვრივ. კომეტა ლეონარდმა კოსმოლოგიური სახელწოდებით C/2021 A1-მა გასულ წელს ყველაზე კაშკაშა კომეტის წოდება დაიმსახურა.

კომეტა ლეონარდს სახელი ‘’ლეონარდი’’ მეცნიერისა და გეოლოგის,  ჯორჯ ლეონარდის პატივსაცემად უწოდეს. იგი მეცნიერმა მაუნტ ლემონის ობსერვატორიაში 2021 წლის 3 იანვრის ღამეს აღმოაჩინა.