რეჟისორი: დანკან ჯონსი

მთავარ როლში: სემ როკველი

გამოშვების თარიღი: 2009 წ.

 

Ბრიტანელი რეჟისორის, დანკან ჯონსი 2009 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა “მთვარე” (Moon) ასტრონავტი სემ ბელის ისტორიას მოგვითხრობს. Სემ ბელი 3 წლის განმავლობაში, მარტო მთვარეზე ცხოვრობს და ლუნარული ინდუსტრიისთვის მუშაობს. 

პერსონაჟის მთავარი მიზანი მთვარის ზედაპირზე ჰელიუმ 3-ის მოპოვება და დედამიწაზე გამოგზავნაა, სადაც ამ ნივთიერებას საწვავად იყენებენ. თუმცა, დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე გატარებული 3 წელი მისთვის საშიში აღმოჩნდა. 

Სემ ბელის დედამიწასთან მუდმივი კომუნიკაცია არ აქვს და იშვიათად, მხოლოდ მისი ცოლის შეტყობინებები აღწევს მის ხომალდზე. აა, ერთადერთი, ვისთანაც ამ სამი წლის განმავლობაში ეკონტაქტება AI კომპიუტერი – GERTY-ია, რომელიც მისი დღიური საჭიროებებისა და მოთხოვნების შესასრულებლად არის დაპროგრამებული. 

Მთვარეზე მარტო დარჩენილი ასტრონავტი ფიქრობს, რომ აქ ყოფნის 3 წელი ძალიან ნელა გავიდა და, რაც უფრო ახლოვდება დედამიწაზე დაბრუნების დრო, მით უფრო ხშირდება მისი ჰალუცინაციები. 

თუმცა, მისი ყველაფერ სრულიად იცვლება, როდესაც დედამიწაზე დაბრუნებამდე 2 კვირით ადრე, ერთ-ერთი მისიის შესრულებისას, მთვარის ზედაპირზე ის დაშავდება და გონებას დაკარგავს, ხოლო შემდეგ თავის ხომალდში გაიღვიძებს. Მისი ერთადერთი თანამგზავრი, კომპიუტერი GERDY ატყობინებს, რომ სემის სიცოცხლე სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა. თუმცა, შემთხვევის ადგილას დაბრუნებულ სემს კითხვები უჩნდება:  მართლა ხომ არ “გიჟდება”? ვინ არის? Მართლა კარგი უნდა თუ არა GERTY-ის მისთვის?

“Მთვარის” (Moon)  მთავარი ინსპირაცია 1968 წლის საკულტო ფილმი “ 2001: კოსმოსური ოდისეაა”.

იხილეთ ფილმის ტრეილერი: