აპოლო 13/Apollo 13
რეჟისორი: რონ ჰოვარდი
მთავარ როლში: ტომ ჰენქსი
გამოშვების წელი: 1995
„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“
დედამიწიდან 330 000 კილომეტრით დაშორებულ Apollo 13-ის ეკიპაჟს მოულოდნელი პრობლემა ექმნება. ხომალდზე მომხდარი აფეთქების გამო, ხომალდის სისტემა მწყობრიდან გამოდის, მათ შორის ზიანდება ძრავაც. კოსმოსში მარტო დარჩენილ ასტრონავტებმა კი თავად უნდა მოახერხონ პრობლემის გამოსწორება.
შეუსრულებელი მთვარის მისია რეალურ მოვლენას ეფუძვნება. Apollo 13-ი მართლაც აფრინდა კენედის კოსმოსური ცენტრიდან 1970 წლის 11 აპრილს. მისიის მეორე დღეს ხომალდზე მომხდარმა აფეთქებამ კი მართლაც დააზიანა ხომალდი.
Apollo 13-ის დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნებას „წარმატებული მარცხი“ უწოდეს.
რაც შეეხება ფილმს, მან ოსკარზე 9 ნომინაციის და 2 გამარჯვების მოპოვება შეძლო.