ბაზ ოლდრინი “სათამაშოების ისტორიაში”

Pixar-ის ანიმაციური ფილმი “სათამაშოების ისტორიის“ მთავარ პერსონაჟს – Buzz Lightyear-ს (ბაზ ლაითერს) სახელი აპოლო 11-ის ეკიპაჟის წევრის – ედვილ “ბაზ” ოლდრინის პატივსაცემად დაარქვეს.
სწორედ ბაზ ოლდრინი იყო მეორე ადამიანი, რომელმაც 1969 წელს მთვარეზე ფეხი დადგა.
სახელის გარდა, სათამაშოს დიზაინიც – გამჭირვალე ჩაფხუტი, საკომუნიკაციო საშუალებები და თეთრი სკაფანდრი – Apollo-ს ასტრონავტების ინსპირაციით არის შექმნილი
ანიმაციური ფილმის პრემიერა 1995 წელს შედგა. დღეს კი ბაზ ლაითერი – კოსმოსური რეინჯერი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია.
ასევე ნახეთ
-
-
-
-
2001: კოსმოსური ოდისეა/2001: A Space Odyssey
მონოლითი სხვა სამყაროდან, მისია იუპიტერზე, ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი კითხვა - რა არის ევოლუციის საბოლოო შედეგი?
თებერვალი 20, 2022 -
ნილ არმსტრონგი - პირველი კაცი მთვარეზე
6 წლის ასაკში ავიაციისადმი სიყვარული გაუჩნდა, 16 წლისამ მფრინავის ლიცენზიის აღება მოახერხა, 36 წლის კი მთვარეზე გაფრინდა. ნილ არმსტრონგის ნაბიჯები დღემდე ეტყობა მთვარის ზედაპირს
ივლისი 30, 2022