დედამიწის მთვარის სახელი

მარტო მზის სისტემაში 214 ბუნებრივი თანამგზავრი არის აღმოჩენილი. ფობოსი, დეიმოსი, იო, ევროპა და სხვა – ყველასთვის ნაცობი სახელებია, რომლებიც მეზობელი პლანეტების მთვარეებს ჰქვიათ. მაგრამ, მათგან განსხვავებით, დედამიწის მთვარეს საკუთარი სახელი არ აქვს, ის უბრალოდ მთვარეა.
ეს იმან გამოიწვია, რომ სხვა თანამგზავრების აღმოჩენამდე კაცობრიობა მხოლოდ ერთ – ჩვენს მთვარეს იცნობდა. ამიტომაც, მის სახელად „მთვარე“ დამკვიდრდა, რომელმაც შემდეგ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის მნიშვნელობაც შეიძინა.
ხშირად მთვარეს „ლუნადაც“ (ლათ. Luna) მოიხენიებენ, განსაკუთრებით მეცნიერულ ნაშრომებში. სხვა ცნობილ სახელებს შორის ასევე არის „სელენი“, რომელიც ძველი ბერძნულიდან მოდის და მთვარის ქალღმერთის სახელია.
ასევე ნახეთ
-
ალან შეპარდი - პირველი ამერიკელი კოსმოსში
ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ კოსმოსში უმოგზაურია და მთვარის ზედაპირზე გოლფი აქვს ნათამაშები. ეს ალან შეპარდია, პირველი ამერიკელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.
მაისი 16, 2022 -
ლეონარდი - ყველაზე კაშკაშა კომეტა
ცნობილი როგორც კუდიანი ვარსკვლავი არის პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, კოსმოსური სხეული, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა და ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა.
ოქტომბერი 10, 2022 -
-
ნილ არმსტრონგი - პირველი კაცი მთვარეზე
6 წლის ასაკში ავიაციისადმი სიყვარული გაუჩნდა, 16 წლისამ მფრინავის ლიცენზიის აღება მოახერხა, 36 წლის კი მთვარეზე გაფრინდა. ნილ არმსტრონგის ნაბიჯები დღემდე ეტყობა მთვარის ზედაპირს
ივლისი 30, 2022 -