ისტორიას ბევრი მეცნიერი ახსოვს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. თუმცა, ამ სიაში ქალების სახელები ხშირად ვერ ხვდება – და არა იმიტომ, რომ მათი მიღწევები ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. 

თუმცა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებაში ქალებმაც ისეთივე დიდი წვლილი შეიტანეს, როგორიც კაცებმა. ამიტომაც, დღეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მათემატიკოსსა და მეცნიერს – ქათრინ ჯონსონს გაგაცნობთ, რომლის დამსახურებითაც კაცობრიობამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 

ქათრინ ჯონსონის სახელს უკავშირდება NASA-ს ისეთ ლეგენდარული მისიები, როგორებიცაა 1952 წელს ალან შეპარდის, პირველი ამერიკელის კოსმოსში გაფრენა და 1969 წელს – Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომა. Სწორედ ქათრინ ჯონსონმა, რომელსაც ხშირად “ადამიან კომპიუტერს” უწოდებენ, შეძლო ამ მისიებისთვის ზუსტი ტრაექტორიების გამოანგარიშება. 

ქათრინი 1918 წლის 26 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში დაიბადა. პატარა მათემატიკოსი ბავშვობიდან ციფრების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი მათემატიკური უნარები ადრეული წლებიდან იყო შესამჩნევი. 

Სწორედ ამიტომ, 13 წლის ასაკში, ის უკვე დასავლეთ ვირჯინიის კოლეჯის კამპუსის სკოლაში ჩაირიცხა. ის შტატის მასშტაბით, ყველაზე ნიჭიერ მოსწავლეებს შორის ამოარჩიეს. 18 წლისა კი კოლეჯის სტუდენტი გახდა. ეს განსაკუთრებით დიდი მიღწევა იყო, რადგან, ამ პერიოდში, აფროამერიკელი სტუდენტებისთვის სკოლები მე-8 კლასის შემდეგ, თითქმის აღარ ფუნქციონირებდა. 

კოლეჯში სწავლის პერიოდში ის საუკეთესო მოსწრებით გამოირჩეოდა, მალევე სკოლის მათემატიკის კურიკულუმზე დაიწყო მუშაობა და მათემატიკის მენტორი – პროფესორი კლეიტონი იპოვა, რომელიც მესამე აფროამერიკელი იყო, რომელმაც მათემატიკაში დოქტორის ხარისხის მოპოვება შეძლო. 1937 წელს, კოლეჯის უმაღლეს ქულებზე დამთავრების შემდეგ, მან ვირჯინიის შტატის საჯარო სკოლაში (რომელიც აფროამერიკელებისთვის იყო განკუთვნილი) მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 

1939 წელს, დასავლეთ ვირჯინიის შტატის სკოლები ინტეგრაცია მოხდა. Სწორედ ამ დროს, შტატის თავმჯდომარემ – ჯონ დევისმა გადაწყვიტა, რომ ქათრინ ჯონსონისთვის დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შეეთავაზებინა. თუმცა, სწავლის დაწყებიდან მალევე, ქეთრინ ჯონსონმა ჯეიმს გობლი გაიცნო, დაქორწინდა და სწავლას თავი დაანება. 

1953 წელს მუშაობდა დაიწყო NASA-ს წინამორბედი სააგენტოს, აერონავტიკის ეროვნული სარეკომენდაციო კომიტეტის (NACA) დასავლეთის რეგიონის გამომთვლელ ჯგუფში, რომელიც აფროამერიკელი ქალებისგან შედგებოდა. ამ პროფესიას ხშირად “ადამიან კომპიუტერებს” უწოდებდნენ. 

სიტყვა „კომპიუტერს“ ინგლისური საწყისები აქვს და გამომთვლელს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, კომპიუტერები იყვნენ ადამიანები, რომლებიც არითმეტიკულ გამოთვლებს ახორციელებდნენ. და – პირველი კომპიუტერები ქალები იყვნენ.პროფესია ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ასტრონომები ჰალეის კომეტის მოძრაობის შესწავლას ცდილობდნენ. დიდი ხნის  განმავლობაში ადამიანი-კომპიუტერები ასტრონომიულ მოვლენებზე დაკვირვებით და გამოთვლებით იყვნენ დაკავებულები.

ეს პროფესია ყველაზე მოთხოვნადი კოსმოსური რბოლისას გახდა, როდესაც კოსმოსური პროექტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი მათემატიკური გამოთვლები იყო საჭირო.

ქეთრინ ჯონსონიც, როგორც “კომპიუტერი ადამიანი” მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამერიკული კოსმოსური პროგრამისთვის მონაცემთა ანალიზზე მუშაობდა და ფრენების დროს მომხდარ ინციდენტებს შეისწავლიდა.  1956 წელს, მისი პირველი ქმარი, ჯეიმს გობლი გარდაიცვალა. 

1957 წელს, საბჭოთა კავშირმა სატელიტი “სპუტნიკი” კოსმოსში გაუშვა, რითაც აშშ-სა და სსრკ-ს შორის კოსმოსური რბოლა დაიწყო. მოწინააღმდეგის წარმატების შემდეგ, მალევე (1958 წ.) NACA NASA-დ იქცა, რასობრივი სეგრეგაცია დასრულდა და ქეთრინ ჯონსონს მიეცა შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. 

1961 წლის მაისში, მან ალან შეპარდის Friendship 7-ის ტრაექტორია განსაზღვრა, რის შედეგადაც ამერიკამ კოსმოსში პირველი ასტრონავტი გაუშვა – სწორედ ქეთრინ ჯონსონმა NASA-ს ინჟინერ ტედ სკოპინსკისთან ერთად გამოთვალა ის ფორმულა, რომელი კოსმოსურ ხომალდს ორბიტაზე გაიყვანდა. 

1962 წელს, NASA უკვე ჯონ გლენის, პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუარა, კოსმოსში გასაფრენად ემზადებოდა. თუმცა, ამ პერიოდში უკვე IBM-ის კომპიუტერებს შეეძლოთ ისეთი გამოთვლების გაკეთება, რომლებიც მანამდე “ადამიან კომპიუტერებს” ევალებოდათ. ამის მიუხედავად, ჯონ გლენს სურდა, რომ სწორედ ქეთრინ ჯონსონს გადაემოწმებინა კომპიუტერის გამოთვლები ხელით, ელექტრონული კალკულატორის დახმარებით. და, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფრინდებოდა, თუ ქეთრინი საბოლოო მონაცემებს დაადასტურებდა.

Ჯონ გლენი კოსმოსში 1962 წელს გაფრინდა, გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც დედამიწას შემოუფრინდა და ამერიკას საშუალება მისცა კოსმოსურ რბოლაში მოწინააღმდეგეს დასწეოდა. 

Თუმცა, ქათრინ ჯონსონის შესაძლებლობები აქ არ სრულდება. ალბათ, მისი ყველაზე დიდი მიღწევა Apollo 11-ის წარმატებაა. Მათემატიკოსმა გამოიანგარიშა ზუსტი ტრაექტორია, რომლითაც 1969 წელს კოსმოსური ხომალდი Apollo 11-ი მთვარეზე დაეშვა, ნილ არმსტრონგის ისტორიული დაჯდომის შემდეგ კი, უკან, კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა.

1970 წელს მან Apollo 13-ის მისიაზე იმუშავა. თუმცა კოსმოსში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სწორედ ქეთრინის მიერ შედგენილი მონაცემებით შეძლეს მისიის ეკიპაჟის დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნება. Ქეთრინ ჯონსონს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამის შედგენასა და მარსზე დაგეგმილი მისიების განხორციელებაში.

ბარაკ ობამა აჯილდოვებს ქათრინ ჯონსონს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით (2015 წ.)
ბარაკ ობამა აჯილდოვებს ქათრინ ჯონსონს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით (2015 წ.)

 Კარიერის განმავლობაში ქათრინ ჯონსონი 26 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლდათ. 2015 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ის თავისუფლების მედლის დააჯილდოვა. 2016 წელს, კი NASA-ს ორ შენობას მიენიჭა მისი სახელი – “ქეთრინ ჯონსონის სახელობის კომპიუტერული კვლევის ინსტიტუტსა” და NASA-ს გამოთვლითი კვლევების შენობას ლანგლის კვლევით ცენტრში. 2018 წლის 25 აგვისტოს, დიდი მათემატიკოსის მე-100 დაბადების დღის აღსანიშნავად,  ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დასავლეთ ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ქათრინ ჯონსონის ბრინჯაოს ქანდაკება გახსნეს.

 

ჯონსონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია გადმოცემულია ფილმში „Hidden Figures“, რომელიც 2016 წელს გამოვიდა და ოსკარის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 

ქათრინ ჯონსონი Hidden Figures-ის მსახიობებთან ერთად (2016 წ.)
ქათრინ ჯონსონი Hidden Figures-ის მსახიობებთან ერთად (2016 წ.)

 

ქათრინ ჯონსონი 2020 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

,,ქალი, რომელმაც დაარღვია რასობრივ-სოციალური ბარიერები, მისი თავდაუზოგავი შრომა და მათემატიკური შესაძლებლობები ადამიანს დაეხმარა მიეღწია მთვარემდე. ქათრინის წყალობით ჩვენმა კოსმონავტებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს კოსმოსში.” – სწორედ ეს ეწერა NASA-ს ოფიციალურ განცხადებაში, მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, რომელშიც ის ნამდვილ ამერიკელ გმირად მოიხსენიება.